Сообщения

გავეთილი მეათე

Изображение
    15 ივნისს შედგა ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის შეხვედრა.       შეხვედრის თემა:  სპილოს ეშვები და ქიმიური იო-იო;     რეაქტივები:          1. სპილოს ეშვები:          დიდი მენზურა. წყალბადის ზეჟანგი, თხევადი საპონი   ცდის მსვლელობა:    წყალბადის ზეჟანგსა და თხევად საპონს შევურევტ ერთმანეთში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ქაფის შადრევანი             2.  ქიმიური იო-იო:                      

გაკვეთილი მეცხრე

     14 ივნისს შედგა მორიგი შეხვედრა.    შეხვედრის  თემა:   ქაფპლასტი   რეაქტივები: ·          ქაფპლასტი ( რაც შეიძლება ბევრი); ·          აცეტონი; ·          მინის ჭურჭელი;   ცდის მსვლელობა: 1.        მოათავსეთ ქაფპლასტი ჭურჭელში რაც ჩაეტევა და დაასხით აცეტონი; 2.        ქაფპლასტის მთელი ნაჭერი ჩადეთ ჭურჭელში და დაასხით აცეტონი, თანდათან ჩააწექით პენოპლატს. დააკვირდით რა მოხდება.   გააკეთეთ ეს სხვაგვარადაც: ·          მასისგან, რომელიც თქვენ მიიღეთ ექსპერიმენტის შედეგად, შეგიძლიათ დაამზადოთ ნებისმიერი პორის საგანი და დატოვოთ გამოსაშრობად   ძირითადი კითხვები: 1.        ძირითადად რისგან შედგება ქაფპლასტი? 2.        რა დაემართა ქაფპლასტს აცეტონის დასხმის შემდეგ? 3.        რა არის ამის მიზეზი?

გაკვეთილი მერვე

           7 ივნისს ჩატარდა ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის წევრების მორიგი შეხვედრა.     შეხვედრის  თემა:   რა არის კარტოფილში.    რეაქტივები: ·          კარტოფილი; ·          წყალი; ·          იოდის სპირტხსარი ·          პიპეტი   ცდის მსვლელობა: 1.        ორ ჭიქაში ჩაასხით ერთნაირი რაოდენობის წყალი და ჩააწვეთეთ იოდის რამოდენიმე წვეთი; 2.        ერთ ჭიქაში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი   ცდა ჩაატარეთ სხვაგვარადაც:         კარტოფილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახამებელი ან პური.   შეკითხვები: 1.        რა ფერისაა იოდი წყალში? 2.        რა შეფერილობა მიიღო იოდმა კარტოფილში, სახამებელში? რაზე მეტყველებს ეს?

გაკვეთილი მეშვიდე

Изображение
  5 ივნისს ჩატარდა კლუბის წევრების შეხვედრა.   შეხვედრის თემა:  საფუარის გამრავლება; საჭირო მასალა: ·          წვრილთავიანი კოლბა; ·          საფუარი; ·          კოვზი; ·          თბილი წყალი; ·          შაქარი; წყალბადის ზეჟანგი ცდის მსვლელობა: 1.        ჩაყარეთ საფუარი სამ კოლბაში; 2.        პირველს დაასხით ცივი წყალი; 3.        მეორეს - თბილი წყალი; 4.        მესამე კოლბაში - თბილი წყალი და ჩაყარეთ ცოტა შაქარი; 5.        სამივე კოლბას დააცვი ბუშტი; 6.        გამოყოფილი აირის შესამოწმებლად მოხსენით ბუშტი და სწრაფად მიიტანეთ მასთან ანთებული ასანთი. ცდა ჩაატარეთ სხვაგვარადაც:      საფუარს წყალთან ერთად დაამატე წყალბადის ზეჟანგი. ძირითადი შეკითხვები: 1.        რა დაემართა ბუშტებს? 2.        რა შეამჩნიეთ როცა საფუარს შაქარი დაამატეთ? რატომ მოხდა ასე? 3.        რატომ იზრდება საფუარიანი მასა? 4.        შეიძლება პურის გამოცხობა საფუარის გარეშე? 5.        ცოცხალი ორგანიზმების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება საფუარი?                              

გაკვეთილი მეექვსე

Изображение
      31 მაისს ჩავატარეთ ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის მორიგი შეხვედრა.           შეხვედრის  თემა:  ფერადი რძე.       რეაქტივები: ·          2 თეფში; ·          რძე; ·          წყალი; ·          საჭმელი საღებავები; ·          თეფშების სარეცხი სითხე; ·          ბამბის ჩხირები     ცდის მსვლელობა: 1.        დაასხით ერთ თეფშზე წყალი, მეორეზე რძე; 2.        თითოეულ თეფშზე დაასხით თითო წვეთი საღებავი; 3.        ბამბის ჩხირები დაასველეთ თეფშების სარეცხ სითხეში და მორიგეობით ჩადეთ თეფშებში.    ჩაატარეთ ცდა სხვაგვარადაც: ·          შეამოწმეთ რა მოხდება, თუ წყლის ზედაპირს დაფარავთ წიწაკით. ·          გამოიყენეთ სხვადასხვა ფერის საღებავები   ძირითადი შეკითხვები: 1.        რა შეამჩნიეთ როცა ჩადეთ ბამბის ჩხირი სითხეებში? 2.        რატომ მივიღეთ სხვადასხვა შედეგი სხვადასხვა სითხეში? 3.        რით განსხვავდებიან ეს სითხეები ერთმანეთისგან?

გაკვეთილი მეხუთე

Изображение
   29 მაისს ჩატარდა კლუბის წევრების მორიგი შეხვედრა.     თემა:   იჭმევა თუ არა ნებისმიერი შაქარი.   რეაქტივები: ·          სახამებელი; ·          ბამბა; ·          ცივი წყალი; ·          ცხელი წყალი; ·          ორი თასი; ·          ორი კოვზი.   ცდის მსვლელობა: 1.        ერთ თასზე მოათავსეთ ბამბა, მეორეზე კი ერთი კოვზი სახამებელი; 2.        გახსენით სახამებელი ცოტა რაოდენობით ცივ წყალში, მოურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი და მოურიეთ სწრაფად მანამ, სანამ არ მიიღებთ კისელს. 3.        ბამბასაც დაასხი მდუღარე და მოურიეთ სწრაფად; 4.        ორივე თასში ჩაასხით თითო წვეთი იოდი. დააკვირდით რა მოხდება. 5.        ორივე თასში ჩაასხით ნერწყვი და მოურიეთ ენერგიულად; დააკვირდით რა მოხდება ორივე ჭურჭელში.   ცდა ჩაატარეთ სხვაგვარადაც:               ჩაატარეთ იგივე ექსპერიმენტი, ოღონდ იოდი დაამატეთ სულ ბოლოს, ნერწყვის დამატების შემდეგ ძირითადი კითხვები: ·          რა შეფერილობა მიიღო იოდმა სახამებელთან და როგორი ბამბასთან?

გაკვეთილი მეოთხე

Изображение
        24 მაისს გაიმართა ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის მორიგი მეცადინეობა.          თემა: გამყინავი მარილი;          რესურსი: ·          თასი; ·          მინის ჭიქა; ·          ყინულის ნატეხები; ·          მარილი; ·          წყალი.       ცდის მსვლელობა: 1.       ჩაყარეთ ყინულის ნატეხები თასში; 2.       დააყარეთ მარილი ყინულს; 3.       მინის ჭიქაში ჩაასხით ცოტა წყალი; 4.       წყლიანი ჭიქა ჩადეტ ყინულებიან თასში; 5.       დატოვეთ ნახევარი საათით; 6.       შეამოწმეთ რა მოხდა.     ჩაატარეთ ცდა სხვაგვარადაც: ·          ჩაატარეთ ექსპერიმენტი მარილის გამოყენების გარეშეც და შეადარეთ შედეგები; ·          შეცვალეთ წყლის რაოდენობა ჭიქაში და ყინულის რაოდენობა თასზე    ძირითადი შეკითხვები: 1.       რა დაემართა ყინულს? წყალს? 2.       როგორ გამოიყურება ცდის შემდეგ თასი? 3.       რატომ გამოვიყენეთ მარილი?