გაკვეთილი მეშვიდე


  5 ივნისს ჩატარდა კლუბის წევრების შეხვედრა.

  შეხვედრის თემა: საფუარის გამრავლება;


საჭირო მასალა:
·         წვრილთავიანი კოლბა;
·         საფუარი;
·         კოვზი;
·         თბილი წყალი;
·         შაქარი; წყალბადის ზეჟანგი
ცდის მსვლელობა:
1.       ჩაყარეთ საფუარი სამ კოლბაში;
2.       პირველს დაასხით ცივი წყალი;
3.       მეორეს - თბილი წყალი;
4.       მესამე კოლბაში - თბილი წყალი და ჩაყარეთ ცოტა შაქარი;
5.       სამივე კოლბას დააცვი ბუშტი;
6.       გამოყოფილი აირის შესამოწმებლად მოხსენით ბუშტი და სწრაფად მიიტანეთ მასთან ანთებული ასანთი.
ცდა ჩაატარეთ სხვაგვარადაც:
     საფუარს წყალთან ერთად დაამატე წყალბადის ზეჟანგი.
ძირითადი შეკითხვები:
1.       რა დაემართა ბუშტებს?
2.       რა შეამჩნიეთ როცა საფუარს შაქარი დაამატეთ? რატომ მოხდა ასე?
3.       რატომ იზრდება საფუარიანი მასა?
4.       შეიძლება პურის გამოცხობა საფუარის გარეშე?
5.       ცოცხალი ორგანიზმების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება საფუარი?

                                   



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

გაკვეთილი პირველი

გავეთილი მეათე

გაკვეთილი მეექვსე