გაკვეთილი მეხუთე
29 მაისს ჩატარდა კლუბის წევრების მორიგი შეხვედრა.
თემა: იჭმევა თუ არა ნებისმიერი შაქარი.
რეაქტივები:
·
სახამებელი;
·
ბამბა;
·
ცივი წყალი;
·
ცხელი წყალი;
·
ორი თასი;
·
ორი კოვზი.
ცდის მსვლელობა:
1.
ერთ თასზე მოათავსეთ ბამბა, მეორეზე კი ერთი კოვზი სახამებელი;
2.
გახსენით სახამებელი ცოტა რაოდენობით ცივ წყალში, მოურიეთ
სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი და მოურიეთ სწრაფად
მანამ, სანამ არ მიიღებთ კისელს.
3.
ბამბასაც დაასხი მდუღარე და მოურიეთ სწრაფად;
4.
ორივე თასში ჩაასხით თითო წვეთი იოდი. დააკვირდით რა
მოხდება.
5.
ორივე თასში ჩაასხით ნერწყვი და მოურიეთ ენერგიულად;
დააკვირდით რა მოხდება ორივე ჭურჭელში.
ცდა ჩაატარეთ სხვაგვარადაც:
ჩაატარეთ იგივე ექსპერიმენტი, ოღონდ იოდი დაამატეთ სულ ბოლოს, ნერწყვის დამატების
შემდეგ
ძირითადი კითხვები:
·
რა შეფერილობა მიიღო იოდმა სახამებელთან და როგორი ბამბასთან?
·
რა მოხდა ნერწყვის დამატების შემდეგ? მოხდა თუ არა ერთნაირი
ცვლილება ორივე თასზე?
Комментарии
Отправить комментарий