გაკვეთილი მესამე
2017 წლის 22 მაისს ჩატარდა ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის მომდევნო გაკვეთილი. თემა: მარილის კრისტალი რესურსი: · წყალი · მარილი · გამჭირვალე ჭურჭელი ცდის მსვლელობა: 1. ჩაასხით წყალი ჭურჭელში; 2. ჩაყარეთ წყალში მარილი და მოურიეთ; 3. დადეთ ჭურჭელი თაროზე ან ფანჯრის რაფაზე. ყოველ ორ-სამ დღეში დააკვირდით რა ხდება ჭურჭელში; ჩაატარეთ ცდა სხვაგვარადაც: · მას შემდეგ რაც დაასხამთ წყალს ჩაასხამთ ჭურჭელში და დაფარავთ მარილს, არ აურიოთ ისინი ერთმანეთს; · გაიმეორეთ იგივე, ოღონდ მარილის ნაცვლად გამოიყენეთ შაქარი; ძირითადი კითხვები: 1. რა მოხდა ჭურჭელში რამოდენიმე დღის შემდეგ? 2. ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ რა შეგიძლიათ თქვათ მარილის თვისებების შესახებ? 3. რა აჩქარებს კრისტალიზაციას?