გაკვეთილი პირველი



      2017 წლის 15 მაისს შედგა ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის წევრების პირველი სამუშაო შეხვედრა.
      შეხვედრის თემა:   სახიფათოა თუ არა თამბაქოს მოხმარება ჯანმრთელობისათვის;


რესურსი:
·         პლასტმასის ბოთლი;
·         მინის მილი;
·         სიგარეტი (ფილტრით და უფილტროთ);
·         ბამბა;
·         პლასტელინი;
·         ასანთი.
ცდის მსვლელობა:
1.      ჩადეთ ბამბა ბოთლში (არ ჩადოთ მჭიდროდ);
2.      ბოთლის თავსახურის ნაცვლად ჩადეთ მასში მინის მილი და დაამაგრეთ ის პლასტელინით;
3.      მინის ბოლოში მიამაგრეთ უფილტრო სიგარეტი (მაგ. პლასტელინით) და აანთეთ ის;
4.      შეკუმშეთ და გაშალეთ ბოთლი _ შედეგად სიგარეტი კარგად აინთება;
5.      გაჩერით ბოთლი და დააკვირით მილს და ბამბას, რა ხდება მის შიგნით.
ჩაატარეთ ცდა სხვაგვარადაც:
                 უფილტრო სიგარეტის ნაცვლად გამოიყენე ფილტრიანი სიგარეტი.
შეკითხვები:
·         რჩება თუ არა ფილტვებში კვამლი სიგარეტის მოწევის შემდეგ? რატომ ვფიქრობთ ასე?
·         როგორ გამოიყურება ბამბა მხოლოდ ერთი სიგარეტის მოწევის შემდეგ?
·         როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ფილტვები ერთი სიგარეტის მოწევის შემდეგ? 10 სიგარეტის მოწევის შემდეგ? 


                                 




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

გავეთილი მეათე

გაკვეთილი მეექვსე